„ბიზნესს 4 ოქტომბრის არ ეშინია“ – კობახიძე კიდევ ერთხელ შეხვდა ბიზნესმენებს

მოკლედ
· ირაკლი მ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ეკონომიკურ სტაბილურობასა და ზრდაზე, ასევე, ლარის დოლართან გამყარებაზე ისაუბრა, თუმცა ევროსთან მიმართებით გაუფასურებაზე კომენტარი არ გააკეთა.
· კობახიძემ ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონი ლარის დაზოგვა და ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარების პირობა დადო.
· იქ მყოფმა ბიზნესმენებმა თქვეს, რომ ს სანქცირება ქართულ ბიზნესს დააზიანებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი სანქციების დაწესებას ნაკლებად ელის.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური თანაგუნდელებთან ერთად დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, – ამჯერად არა მთავრობის ადმინისტრაციაში, არამედ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – ფონდი “ქართუს” სასტუმრო „პარაგრაფში“.
ეს შეხვედრა გაიმართა ყოფილი მაღალჩინისნებისა და მათი ნათესავების დაკავებისა და მთავრობაში საკადრო ცვლილებების შემდეგ, – 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ს (და იმავე დღეს პროტესტის) მოლოდინში.
ირაკლი კობახიძემ:
· ისაუბრა სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ემირატულ EMAAR ჯგუფის $6,6 მლრდ-ის ინვესტიციაზე, დოლართან გამყარებულ ლარზე – თუმცა, არ უსაუბრია ევროსთან ლარის გაუფასურებაზე);
· გააკრიტიკა წინამორბედები ფინანსების დაუზოგავობის (როგორც თავად ამბობს, მისმა გუნდმა 700 მილიონი დაზოგა, ნაწილობრივ, კადრების ოპტიმიზაციით), ასევე ენერგეტიკის სექტორში „არასწორი პრაქტიკის“ გამო;
· დააიმედა მსხვილი ბიზნესი, რომ მისი მთავრობა, – მათ შორის „პირადად ეკონომიკის მინისტრი“ – მზადაა ყველა პრობლემის სწრაფად გადასაჭრელად.
კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა ჟურნალისტებს უთხრეს: „თუ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდება, ეს ბიზნესს დააზიანებს“.
მორიგი შეხვედრა – ამჯერად სხვა ფორმატში
ირაკლი კობახიძემ 2024 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ორჯერ უმასპინძლა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, – ჯერ 2024 წლის 23 დეკემბერს, შემდეგ კი 2025 წლის 4 ივლისს.
ის შეხვედრები, – რომელთაც „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი იშვიათი მსხვილი ბიზნესფიგურები ესწრებოდნენ, – დახურულ
კარს მიღმა გაცილებით მეტხანს გაგრძელდა.
ამჯერად ფორმატი განსხვავებული იყო.
ბიზნესი და ხელისუფლება თავისუფლების მოედანზე, „ქართუს“ კუთვნილ სასტუმრო „პარაგრაფში“ შეხვდნენ ერთმანეთს – „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ (GBA-ის) კვარტალური კვლევის პრეზენტაციაზე.