ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი ვაჭრობის დარგზე მოდის – საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.2%-იანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.5%-იანი წილით, მშენებლობა – 6.6-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5%-იანი წილით, ხოლო 11.5% დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ, შესაბამისად, 27.9, 12.0 და 9.4%-იანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, აგრეთვე ინფორმაცია-კომუნიკაციის და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

ასევე დაგაინტერესებთ