ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის თქმით, „ტელეიმედი“ გაყიდა – დოკუმენტაციის თანახმად, „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე აცხადებს, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, – რომლებიც „ჰანიველ პარტნერსს“ წარმოადგენ, – ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდეს. გაიყიდა GDS-იც.
რადიო თავისუფლების მიერ ნანახი ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, „ტელეიმედის“ მფლობელი კომპანია გაიყიდა „სიმბოლურ ფასად“ – 1000 ლარად.
„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, – წერს რუხაძე იმედზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვინ არის ახალი მფლობელი
ირაკლი რუხაძე ამავე განცხადებაში წერს, რომ „არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა“.
მისი თქმით, ახალი მფლობელი, ითავებს „იმედის“ „დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში“ და ასევე თანახმაა, რომ შეინარჩუნოს არსებული მენეჯმენტის „აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“.
მისი თქმით, არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“ (PMG), – კომპანიაზე, რომელიც, მისი თქმითვე, „მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე“.
რუხაძე ამბობს, რომ PMG შეიძელბს „იმედის“ 50%-ს, ხოლო 50% გადავა არხის გენერალური დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში. ლომიძე 2021 წლიდან არის არხის გენერალური დირექტორი.
ინფორმაცია განახლდება