მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს 70 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
ბრალდებული გიორგი რამიშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლის განცხადებით ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.
გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.
წინასასმართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15 საათზე დაინიშნა.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნინო ციხისელმა წარადგინა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა.
მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს ქმნის დასაბუთბული ვარაუდი, რომ არსებობს მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის საფრთხე. ბრალდებული თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებული პატივს არ ცემს კანონს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადგიმინისტრაციულ სამართალდარღვევის მოქმედებების გამო ხშირად იხდის ჯარიმებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მას არ უცდია მიმალვა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს მიუთითებს რომ ის კანონმორჩილი ადამიანია.
ადვოკატმა დააყენა შუამდგონლობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 50 ათასის ოდენობით და ის გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან.
ipn.ge
