ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა | გიორგი რამიშვილი დარბაზიდანვე გაათავისუფლეს და გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრეს
გიორგი რამიშვილი გუშინ დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს
“იარაღის ტარება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს არის შეცდომა, მე რომ მცოდნოდა, არ წამოვიღებდი იარაღს, მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე და აქედან გამომდინარე კვალიფიკაცია, რომ ვატარებდი იარაღს, არაა სწორი. უბრალოდ ჩანთაში იდო და ეგრევე წავედი, რა თქმა უნდა, მე ამით არ ვამაყობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ესეთი სახის შეცდომები გაყვანილი არ უნდა იყოს ისეთ რანგში, როგორც პროკურორი ითხოვს. ძალიან ვნანობ, ეს ძალიან დიდი მაგალითი იქნება ჩემთვის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ ჯარიმებს, საერთოდ არ დამირღვევია კანონი. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, მაგრამ ამას დანაშაულს ვერ ვუწოდებ, ამიტომ ვითხოვ გირაოს, რაც შეეხება გაქცევას და მიმალვას – რა მჭირს მე გასაქცევი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და 7000 თანამშრომელი მყავს“ | განაცხადა გიორგი რამიშვილმა სასამართლო პროცესის დროს