ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სილქ როუდ ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სილქ როუდ ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:
 “გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
გიორგი რამიშვილი მ/წ 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი.
დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები” | წერია განცხადებაში
გიორგი რამიშვილი დღეს დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ დროისთვის რამიშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში, წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. პროკურატურა მას ბრალდებას ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ