ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი გორთან, სოფლების – უფლისციხის, ბერბუკის, ქვახვრელისა და შავშვების მიმდებარედ, 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, – ამის შესახებ განაცხადი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მიიღო.
პროექტს კომპანია „პირველი“ განახორციელებს, რომელიც 2016 წელს არის დაფუძნებული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-ის მფლობელია ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, 50%-ის მფლობელი კი კომპანია „ამპერაქს ენერჯი ჯორჯიაა“, რომელიც თავის მხრივ თურქ ბიზნესმენს, ომერ ქაან ბიროლ ვაროლს ეკუთვნის.




