ბიზნესმენი კალაძე-თალაკვაძის საძმოდან დეპუტატი გახდა

საკანონმდებლო ორგანომ გიორგი ბარვენაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება დასაშვებად ცნო – კენჭისყრის პროცედურა დღეს გაიმართა და მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ბარვენაშვილი “ოცნების” საარჩევნო სიით უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა,
გიორგი ბარვენაშვილი მედიის ყურადღების ცენტრში, პირველად 2021 წლის 19 ნოემბერს მოექცა, როდესაც თბილისში ხმაურიანი დაკავებებისა და აქციების ფონზე, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად იტალიაში, კომოს ტბაზე, წვეულობაზე ბრძანდებოდა. მაშინ ამ ამბავს დიდი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. თალაკვაძე იძულებული გახდა, ვოიაჟი კომოს ტბაზე შეეწყვიტა და თბილისში სასწრაფოდ დაბრუნებულიყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თალაკვაძესთან ერთად, კომოს ტბის ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში წვეულობაზე მეურვეობდა რამდენიმე დეპუტატი და თბილისის მერი .
“ქართული ოცნების” ახალი დეპუტატი, მილიონერი პარლამენტარების სიაში შევა. ის ფლობს შპს ფფე-ს 100%-ს, შპს “GORAGROUP-ის” 100%-ს, შპს “ჯი ჯი ჯი ჯორჯიას” 25%-ს ს მოქალაქეებთან ერთად, შპს “ნამა კონსალტინგის” 34%-ს, შპს “ტექნოკლიმას” 10%-ს, შპს ბიბი ჯგუფის 50%-ს და შპს ოდა-ს 50%-ს. ასევე, შპს “parna-ს” წილის 50%-ს კი, კომპანიაში ირანის ისლამური რესპუბლიკის 4 მოქალაქე ინაწილებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია – ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ

სერგეი ლაგოდინსკი – ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის? – ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან