დაგვარწმუნა პრემიერმა, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა არის შეუცვლელი და სულ მალე მოხდება ურთიერთობები გადატვირთვა ამერიკასთან და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად , – ამის შესახებ „იტონგ კავკასუსის“ დირექტორმა, დიმიტრი ადამიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ადამიას განცხადებით, საქართველო ევროპისკენ მიდის და თუ როგორ მივდივართ „გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით“.
„ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ყველაფერი მიდის ვითარების ნორმალიზებისკენ. გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება. დავრწმუნდით, რომ ჩვენი გზა ევროპისკენ არის შეუქცევადი. ქვეყანა რუსეთისკენ არავის არ მიჰყავს და ჩვენი გზა არის შეუქცევადი ევროპისკენ. როგორც მივდივართ, გამოჩნდება საქმით და არა სიტყვებით. მშვიდობა იქნება და ძალიან მალე დარწმუნდებით“, – განაცხადა დიმიტრი ადამიამ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/6d3e1fe3-e62d-419a-6419-08dd3ac790b0_cx6_cy13_cw93_w1200_r1-L2X5E4-300x169.jpeg)