ბიზნესმენი გოგი თოფაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
“კომერსანტი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად ბიზნესსაზოგადოებას.
ბიზნესმენს 2025 წლის 18 აპრილს 85 წელი შეუსრულდებოდა.
თოფაძე, როგორც ბიზნესმები და მეწარმე:
1970-1975 წლებში თოფაძე თბილისი საპნის ქარხნის დირექტორი იყო. 1975-დან 1986 წლამდე საწარმოო გაერთიანება „თბილლუდის“ გენერალური დირექტორი გახლდათ. 1986 წლიდან უძღვებოდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის მენეჯმენტს. 1994 წელს მან დააარსა ლუდის კომპანია „ყაზბეგი“.
თოფაძე პოლიტიკაში:
2005 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი. 2005 წელს თოფაძე აირჩიეს ევროპის სავაჭრო პალატის პრეზიდენტად. 2005 წელს თოფაძე, პირველი ქართველ ბიზნესმენთა შორის, დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.
2010 წლის 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებში გიორგი (გოგი) თოფაძემ კენჭი იყარა საქართველოს დედაქალაქის თბილისის მერის პოსტზე. მან ამომრჩეველთა ხმების 5.19% მიიღო.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ — ქართული ოცნება“.