ბიზნესმენები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში შეიყვანა

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პირველ ოცეულში ს და პოლიტიკოსების გარდა, მოხვდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ორი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი და ვახტანგ თურნავა.
შოთა ბერეკაშვილი
ბიზნესმენი ს და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
შოთა ბერეკაშვილი 2017 წლიდან სამშენებლო ინდუსტრიაში წამყვან პოზიციებს იკავებს. 2009-2017 წლებში იყო სამშენებლო კომპანია „ბიქეი კაპიტალის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 2003-2009 წლებში მუშაობდა ბიქეი კაპიტალის აღმასრულებელ დირექტორად მოსკოვში, 1999 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ-იორკსა და ლონდონში.
შოთა ბერეკაშვილი დეველოპერულ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ ბიზნესმენ ირაკლი ბურდილაძესთან ერთად ფლობს. ბერეკაშვილს ასევე აქვს წილები შემდეგ კომპანიებში: შპს რიელ ესთეით სოლუშენს, შპს ბკ კაპიტალი, შპს ბკ ჰოლდინგი, შპს ბ.კ. კაპიტალ ჯორჯია.
ვახტანგ თურნავა
ბიზნესმენს ეკუთვნის შპს „ინტერპორტ ჯორჯია“, რომელიც საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს. თუმცა, თურნავას მთავარი მიმართულება IT ტექნოლოგიებია.
ვახტანგ თურნავა კომპანია SKILWILL-ის დამფუძნებელიაცაა. ამ ტექნოლოგიურ კომპანიას ერთობლივი პროექტები აქვს -ს განვითარების სააგენტოსთან, USAID-თან. კომპანია SKILWILL-ის გარდა, ის დაკავშირებულია კიდევ არაერთ კომპანიასთან. ბიზნესმენი ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს სვიფტი, შპს საკე, შპს სქილვილ ნეო, შპს სვიფტ ჯორჯია, შპს თუ გო კუ ჯგუფი, შპს ბიქეიენ301 ჯორჯია,შპს ჰაივ აპარტ ჰოთელ და შპს თუ გო კუ ჯგუფი.
ბიზნესმენმა საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ქვეყანაში IT ტექნოლოგიების კიდევ უფრო მეტად განვითარებაა.

ასევე დაგაინტერესებთ