ბიზნესმენების საეჭვო გარდაცვალებები რუსეთში – რა ვერსიები აქვთ ექსპერტებს

რუსეთის ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან, სულ მცირე, 38 გავლენიანი რუსი ბიზნესმენი და ჩინოვნიკი უკიდურესად საეჭვო გარემოებებში დაიღუპა. ამის შესახებ New York Post წერს.
გამოცეცემა წერს, რომ ეს შესაძლოა რუსული ელიტის შიგნით რესურსებზე ბრძოლაზე მეტყველებდეს.
სექტემბერში კიდევ სამი გავლენიანი ბიზნესმენი გარდაიცვალა, კიდევ ერთი – უკვე ოქტომბერში. ამ „თვითმკვლელობების ეპიდემიამ“ გააჩინა დისკუსია, რამდენად არის ჩართული ამ ყველაფერშ კრემლი.
ბოლო გარდაცვალებებს შორის არიან:
87 წლის ვიაჩესლავ ლეონტიევი – 5 ოქტომბერს მოსკოვში, თავისი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრის ქვეშ მიცვალებული იპოვნეს. ლეონტიევი საბჭოთა დროიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა გაზეთ „პრავდას“. ემიგრანტმა ჟურნალისტმა ანდრეი მალგანმა, რომელიც ლეონტიევს იცნობდა, მიანიშნა, რომ მისი სიკვდილი შემთხვევითი შეიძლება არ ყოფილა, რადგან მან „პარტიის ფულზე ბევრს იცოდა“.
43 წლის ვიტალი კაპუსტინი, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი და პუტინის ახლობელი, 24 სექტემბერს კრასნოდარის მხარეში ტყეში, ქამრით ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს, რომელიც მის ყველგანმავალ მანქანას იყო მიმაგრებული, უკან კი ხელები ჰქონდა შეკრული.
50 წლის ალექსანდრ ტიუნინი – 19 სექტემბერს მოსკოვის შემოგარენში, თავისი მანქანის ახლოს იპოვეს, სანადირო თოფით და ბარათით: „ეს მე თვითონ გავაკეთე“. ის იყო ჯგუფ Umatex-ის გენერალური დირექტორი – ს ერთადერთი კარბონბოჭკოს მწარმოებელი, რომელიც არის ნედლეული Shahed-ის ტიპის დრონების წარმოებისთვის, რასაც კრემლი უკრაინაში იყენებს.
43 წლის ალექსეი სინიცინი — 8 სექტემბერს კალინინგრადთან ახლოს, ხიდის ქვეშ თავმოკვეთილი იპოვეს, სხეულზე თოკი ჰქონდა დამაგრებული. ის იყო რუსეთის კალიუმის სასუქების მწარმოებელი კომპანიის გენერალური დირექტორი დარგი, რომელიც მხოლოდ ექსპორტით 10 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს.
„საბოლოოდ საქმე ის არის, რომ ეს სიკვდილები აბსურდულია. ისინი არ უნდა გამოიყურებოდეს როგორც თვითმკვლელობები ან ბუნებრივი სიკვდილი. გზავნილი ასეთია: ‘როცა გამოგიჭერთ, ცუდი რაღაცები დაგემართებათ’“, – უთხრა The New York Post-ს დემოკრატიების დაცვის ფონდის რუსეთის საკითხების ექსპერტმა პიტერ დორანმა.
მისი ვარაუდით, ამ გარდაცვალებების უმეტესობა სიხარბეს და კორუფციას უკავშირდება.
სტატიის ავტორები განმარტავენ, რომ კრემლი ხშირად იყენებს სახელმწიფო და კერძო კომპანიებს ისეთი ოპერაციების დასაფინანსებლად, რომლებზეც არ სურთ, საკუთარი „ნაკვალევი” დატოვონ. დორანი ვარაუდობს, რომ დაღუპული ბიზნესმენების უმეტესობამ, ალბათ, ცდუნებას ვერ გაუძლო და კრემლის საიდუმლო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ფული მიითვისეს.
ანალიტიკოსი ამ „თვითმკვლელობების“ დემონსტრაციულ სისასტიკესა და აბსურდულობას განზრახად მიიჩნევს – ეს სხვებისთვის სიგნალია, რა ელის მათ, თუ კრემლის „ბნელ საქმეებზე“ გამოყოფილ თანხებს მოიპარავენ.
ამასთან, არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის რუსეთის ბიზნესის ექსპერტი სტანისლავ მარკუსი რუს ოლიგარქთა სიკვდილიანობის ტალღას მიიჩნევს ქაოსისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის სიმპტომად რუსეთის სტაგნაციური ეკონომიკის პირობებში.
tvpirveli.ge