ბიზნესმა მოუწოდეთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ძალადობა და საქართველო დაუბრუნონ ევროინტეგრაციის გზას – HUB Georgia

არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia მიმართავს ბიზნესს, რათა მათ მოუწოდონ ხელისუფლებას შეწყვიტონ ძალადობა და საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნონ. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
HUB Georgia-ში აცხადებენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ბიზნესსა და ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
„ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის ვალია იზრუნოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ამის მიღწევა კი შეუძლებელია დახურულ, ან თუნდაც ნახევრად დახურულ სახელმწიფოში. მიუხედავად არაერთი მცდელობისა HUB GEORGIA -ს მხრიდან, გადაედგა მყარი ნაბიჯები, რათა საქართველო ავიაციის კუთხით გამხდარიყო გრავიტაციის ცენტრი, არ იქნა მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერ.
ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რომ საქართველო აზიასთან და ჩრდილოეთთან თანამშრომლობით, და დასავლეთთან გვერდის ავლით, შეძლებს განვითარებას, მტკნარი სიცრუეა, რასაც პირველ რიგში ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები იგრძნობენ. ვიცით, რომ ბიზნესის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისათვის აუცილებელია უსაფრთხო გარემო და სტაბილურობა, რასაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარება ძირს უთხრის. ეს კი წლების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ანადგურებს, ვითარების კიდევ უფრო გართულება და ხელისუფლების მიერ ქვეყნის იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები სწრაფი ტემპით მოახდენს ეკონომიკის დეგრადაციას და ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას.
მოგმართავთ ბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობაც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, მოუწოდონ ხელისუფლებას შეწყვიტოს მოსახლეობაზე ძალადობა, გაიმარჯვოს ჯანსაღმა აზრმა, და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას”, – ნათქვამია განცხადებაში.