“90-იანი წლების “ბესპრიძელში” დავბრუნდით” – ასე აფასებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ყარალაშვილის აზრით, მომავალ თაობას, ჩვენი შვილების თაობა, ართმევენ მომავალს.
პროცესში ბიზნესის როლს ყარალაშვილი ასე ხედავს:
“ჯერ კიდევ გვაქვს რესურსების მობილიზების თავი, ამ რესურსებში ვგულისხმობ, ფინანსებს, ადამიანებს, ნეთვორქინგს. ამ რესურსების წარმართვა იმისკენ, რომ სწორად ვიაროთ არჩევნებამდე არის აუცილებელი”.
“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებითვე, აუცილებელია შეიქმნას ფონდი, რომელიც დახმარება თავისუფალ მედიასაშუალებებს და აქციის მონაწილეებს, რომლებზეც რეჟიმმა იძალადა.
სხვათა შორის, ამგვარი ფონდის შექმნის იდეა პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების დროს ერთი კვირის წინ გააჟღერა საქართველოს პრეზიდენტმაც სალომე ზურაბიშვილმაც.
