ბიზნესკურსი – საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესისთვის

რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის? – ამ შეკითხვაზე სხვადასხვაგვარ პასუხს მიიღებთ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ საწყისი კაპიტალია მნიშვნელოვანი, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ინოვაციური პროდუქტის ან სერვისის იდეით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა გრძელვადიანი წარმატების ფორმულად მაინც უწყვეტი განათლება რჩება და ამაზე იშვიათად თუ დავობენ.
განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის რჩება, რადგან ისინი რესურსებში შეზღუდული არიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის უფასო შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა businesscourse.ge შექმნა. ამგვარად, თუ მანამდე ბიზნესები ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების თუ სხვა მიმართულებების შესახებ ცოდნას პრაქტიკიდან აგროვებდნენ, ახლა მათ ამ კუთხით განათლების მიღება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი კურსებიდან შეუძლიათ. შედეგად კი დროსა და რესურსებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.