ბიზნესი 1000 ლარით დავიწყეთ და პირველივე წელს, დაახლოებით ათმაგი მოგება გვქონდა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული ნუგბარის მწარმოებელი კომპანია “თათარათის” თანადამფუძნებელმა, თინათინ ურიდიამ ისაუბრა.
„თათარათი“, ქართული ტრადიციული ნუგბარის და ნატურალური პროდუქციის მწარმოებელი საოჯახო ბიზნესია, რომელიც 2021 წელს დების, თამარ და თინათინ ურიდიების იდეით დაარსდა. მცირე საწარმო მომხმარებელს ბავშვობის გემოებს სთავაზობს, რომელშიც ახალი ელემენტებია შეტანილი.