ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

ორიოდე კვირაც და ახალი ტელეფონი მექნება, მერე რა, რომ არც კი ვაპირებდი გამოცვლას, ისე მოხდა, რომ უნდა მოვიგო.
ის ძველი ანეგდოტი თუ გახსოვთ, არასოდეს არც ერთ გათამაშებაში არაფერი მომიგიაო და ბევრ გათამაშებაში იღებდი მონაწილეობასო და არა, არც ერთშიო. დაახლოებით ასე ვარ მეც, არასოდეს არაფერი მომიგია 40 წელზე მეტია, მაგრამ არც მიცდია. ერთხელ თითქმის მოვიგე, ასე 20 წლის წინ, როცა შვილი გავაჩინე პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, 100 ლარი გვაჩუქეს მაშინ. ამ 100 ლარიანი ვაუჩერის დოკუმენტს დღემდე ვინახავთ ოჯახი და იმ ვაუჩერში შავით თეთრზე გარკვევით წერია ჩემი შვილის სახელი და გვარი. ყოველთვის მეგონა, რომ დედები ვაჩენდით შვილებს და ამ დოკუმენტის მიხედვით, გამოდის, რომ შვილები თავად ჩნდებიან მაშინ, როცა მოუნდებათ, თუ ასე არ არის, ფული იმან როგორ მოიგო და არა მე?
წელს გადავწყვიტე გათამაშებაში მივიღო მონაწილეობა და დავიწყე ძებნა, მაინც რა შეიძლება თამაშდებოდეს, ვის შეიძლება ვენდო?
შეგიძლია ის სასმელები იყიდო, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მერე გადაასხა სასმელი, ბოთლი გადააგდო, თავსახურში კოდი იპოვნო, შემდეგ დარეგისტრირდე რაღაც გვერდზე და კოდის პასუხად უმეტესად მოგდის – ისევ სცადეთ. არა, ეგ საჩემო არაა.
დავგუგლე მარათონი – იქნებ, რამე მარათონია, თან გავერთობი და თან მოვიგებ – ერთი მარათონი რამდენიმე თვის წინ ყოფილა უკვე და თანაც სირბილში, რომელი მორბენალი მე ვარ. მეორე მარათონი 2026 წლის დასაწყისშია და პსჟ–ს და კვარას მარათონი ქვია, გართულდა – წინა მხოლოდ სირბილზე იყო, ეს უკვე ბურთით სირბილზეა. კიდევ ვნახე რაღაც და ყოველი მემილიონე დასაჩუქრდებაო. სულ სამი მილიონი ვართ, თუ ყოველი მემილიონე საჩუქრდება თვეში ერთხელ, რამდენი წელი უნდა ვიცოცხლო, რომ ერთხელაც ის მემილიონე ვიყო?
მარათონის ბრძოლა – მხვდება შემდეგი ლინკი – სპარსელებსა და ბერძნებს შორის, ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართაო. მადლობა, იყოს, არ მინდა.
ლოტო? – ნწ, ისედაც მოვიმატე ამ ბოლოს და შემდეგი ლოტოს კოჭი – რომ იტყვის წამყვანი, მეგონება მე მომმართავს და ხასიათი გამიფუჭდება,
სად შეიძლება მოვიგო, სადღაც ხომ უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდები, საშუალოგაზრდები და ძველგაზრები ვიგებთ ისე, რომ არც ფულს ვრიცხავთ, ვრიცხავთ, ვრიცხავთ უსასრულოდ, არც დავრბივართ, არც ბურთს ვისვრით, არც ბერძნებს ვეჯიბრებით და სპარსელებს?
ვინც ჩემს ბლოგებს კითხულობს, ის მეგობარი ემახსოვრება „ევაკუატორებიდან“, ვიფიქრე, იქნებ, გათამაშებაც იცოდეს სადმე, კულტურული, ოფლის და სისხლის ფასად რომ არ დამიჯდება და რომ არ გამაკოტრებს ისეთი.
გამომიტანა კაბა–კოსტუმი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, პარიზიდან გამოგზავნილი, ტვიდის ქუდი და ხელთათმანები. ჩაიცვიო. ჩავიცვი და თან ვფიქრობ, რა გათამაშება შეიძლება იყოს ასეთი, გახდაზე თამაში გამიგია (ფილმებიდან, ბატონო), ჩაცმაზე თამაში არ გამიგია. ჩავიცვი, უკვე მაგიდა იყო გაშლილი ყავით, ტკბილეულით – სავარძელში დაბრძანდიო, დავბრძანდი. უეჭველად ფარული კამერის გათამაშებაში მოვხვდი, ახლა ამ ყავაში იქნება მარილი ჩაყრილი და ტბილეული, იქნებ სულაც ამსტერდამიდან იყოს გამოწერილი. რა შეიძლება გავაკეთო, რომელიმე „სასაცილო კექსი“ რომ აღმოჩნდეს, ნეტავი, ამ მაგიდაზე რომ ავიდე და ისე ვიცეკვო, გამიძლებს? ფოტოგენური არ ვარ, მაგრამ იქნება, „ვიდეოგენური“ ვარ და არ გამოვიდეს ცუდი ვიდეო, ჰა? – არა, ყავაც ყავისგან იყო მომზადებული და ტბილეულიც არ იყო ამსტერდამული.
–დავიწყოთო, – მითხრა და ტელეფონი მოიმარჯვა. რაღაც კოდი მოგივა და მიკარნახეო – ვუკარნახე და მორჩა, ეგააო.
–გახსოვს, კახელ ბებოს რომ ფრანგული ჭერის ხელოსანი მოვუძებნეთ, ან შენ – ევაკუატორი და შენს მეზობელს რკინის კარის ხელოსანი და შენი მეგობრის ოჯახი სარეცხ მანქანას რომ აგდებდა და ხელოსანმა გაურემონტა, ან ინგლისურის პედაგოგი რომ ვაპოვნინეთ შენი ნათესავის შვილსო? – კი, ყველაფერი მახსოვს, როგორ არა.
აღმოჩნდა, რომ კომპანიას, რომელიც პროფესიონალებს აკავშირებს ადამიანებთან, ეხმარება გამოცდილი კადრების მარტივად პოვნაში, გათამაშება აქვს გვერდის მომხმარებლებისთვის.
ხო, მაგრამ მე ხომ არც ევაკუატორის მძღოლი ვარ, არც ინგლისურის მასწავლებელი, არც კარის ხელოსანი, არც სარეცხი მანქანის შემკეთებელი, თერძიც კი არა ვარ, კულინარიც ვერ ვარ, გურმანი, კი, გურმანი ვარ, მაგრამ როდესმე, სადმე გინახავთ, გაგიგიათ, გემრიელად რომ ისადილებ რესტორნაში, ან კაფეში, კი, სახლში, თუნდაც, ვინმე მოსულიყოს და ეთქვას – შენ ისე კარგად ჭამდი, ისე კვნესოდი ყოველი ლუკმის დაღეჭვისას – აი, შენ ახალი ტელეფონიო? – ნწ. მე არ მინახავს და გამიგია. ხოდა, რა სამუშაოს შესრულება უნდა შევთავაზო მე ხალხს?
–ბლოგებს რომ წერ რატომ გავიწყდებაო? – ჩამიკრა თვალი მეგობარმა და ხოოო, მართალია, კი, ვწერ, ბლოგებს ვწერ მე, ხალხოოო, ბლოგებს ვწერ მე, ანუ, მეც შემიძლია ბიზნესი დავიწყო – ვწერ ბლოგებს, ცხელს, ცივს, შავს, თეთრს, სასაცილოს, სატირალს, ამას წინათ, ერთმა დაბადების დღის მისალოცი პოსტის დაწერაც კი მთხოვა, თან დედამთილისთვის, რძალს დავუწერე მისალოცი პოსტი დედამთილისთვის ისე, რომ დედამთილმა იტირა, მეტი რა ვქნა? ვწერ, აბა, რა ჯანდაბას ვაკეთებ.
სხვათა შორის, თურმე, გურმანობაც იყიდება – მაგალითად, კრიტიკოსი – ჩვენთან არც ისე ფეხმოკიდებული პროფესიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნიშა არაა დაკავებული. ან ინფლუესერი, – ეს სფერო თითქოს ათვისებულია, ოღონდ, არც ისე გემოვნებიანად და აქაც თავისუფალი სივრცეა სიტყვის სათქმელად, ანუ ბიზნესის დასაწყებად.
ბავშვობის მეგობარი მყავს, გია ქვია, კრეატიული, სხარტი გურული. ერთხელ, ზაფხულში, სამი დღე მოდიოდა რომ ჩემი ძმა გამოეჭირა სახლში და მესამედაც რომ ვერ იპოვნა, მოწყენილი სახით მკითხა: – გო, იმ შენს ძმას, რომ გუუსიებია იი თავი უნებართვი „ბალკონივით“ და დადის აქეთ–იქეთ უმარკო წერილივით, ვერ დეეტავა სახლში? – ხვალ უნდა დავურეკო, დარეგისტრირდეს, ნებისმიერს შეშურდება ისეთ სლოგანებს მოიფიქრებს ბიზნესისთვის, პოლიტიკოსებისთვის. არა, ხვალ არა, იანვრის ბოლოს დავურეკავ, ახლა რომ დარეგისტრირდეს, აიფონის მოგების ერთით ნაკლები შანსი მრჩება. ვხუმრობ, კი, ამასაც. თუ გაიფიქრებ, რომ ბევრს ვხუმრობ, ბევრს ვიცინი კი არა, საღ გონებაზე რომ დავრჩი, – მიკვირს – ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად, ეს ნორმალურია ახლა?
საერთოდაც, ყველას აქვს მინიმუმ თითო ნიჭი, უბრალოდ, უმეტესობამ არ იცის რომ შეიძლება ამით ბიზნესი დაიწყოს. მაგალითად, გგონიათ, ყველას შეუძლია უყვარდეს ცხოველი? და ყველას შეიძლება ანდო შენი ცხოველი და დაუტოვო როცა სადმე მიდიხარ და ვერ მიგყავს?
მოკლედ, ბედი მომეც და სანეხვეზე დამაგდეო, ეგრეა დაახლოებით, „სერვისები” მომეც და ბიზნესის დაწყებას რა უნდაო. თან, ვინც ახლა იწყებს, იმათთვის კიდევ 50 პროცენტიანი ფასდაკლებაა, თურმე, იმ ისედაც მცირე თანხაზე, გუგლს მეტს ვუხდი ფოტოების შენახვაში, ღმერთმანი, ფოტოგენური მაინც ვიყო,.
–და გამოწყობა რა საჭირო იყო? – ვეკითხები მეგობარს და ქუდს, რომელსაც გასწორება არ უნდა, მაინც ვისწორებ. – განწყობისთვის!, – მიპასუხა, – რომ მეჩვენებინა, შეგიძლია ის აკეთო, რაც მოგწონს, იქედან, საიდანაც გინდა და ისე გამოწყობილმა, როგორც მოგიხერხდებაო.
ასე დავიწყე ახალი ბიზნესი. ვიღაცას მანქანა ჰყავს, რომლითაც აღარ დადის და შეუძლია მანქანის გაქირავების სერვისი დაიწყოს, ძალიან მოდური ხდება ეს ბიზნესი, ვიღაცას, ვისაც ხატვა უყვარს, შეუძლია საოჯახო პორტრეტების დახატვა შესთავაზოს ხალხს, ან კარიკატურების, ვიღაცას შეუძლია კულინარია სცადოს და ტკბილეულის შაურმას ვინმე ოდესმე გახსნის ამ ქალაქში? ვიღაც ინჟინერია და წლებია პროფესიით მუშაობაზე ოცნებობს ამაოდ – დაიწყე საკუთარი საქმე, ნუ დაელოდები ქარხნების აშენებას, ჩვენც ველოდებით და დიდი რიგია, ბატონო.
მთავარი პრინციპია – იყო კეთილსინდისიერი – არაკეთილსინდისიერი პირი ამ პლატფორმაზე ვერ იკიდებს ფეხს, აქ ხალხის კომენტარებია შენი რეკომენდაცია და სავიზიტო ბარათი – ხალხის კომენტარები კი შენი გაკეთებული საქმის პირდაპირპროპორციულია. ის საქმე, რასაც სთავაზობ, – პროფესიონალურად უნდა იცოდე.
მე? – მე მაინც ბლოგებზე შევჩერდი, კი, კარგად ვჭამ, მაგრამ ჭამა მაინც ნაკლებად გამომდის პროფესიონალურად და იყოს ბლოგები.
დარეგისტრირებული უკვე ვყავდი მეგობარს და მხოლოდ განცხადების განთავსებაღა იყო დარჩენილი და ეგაა, თან საქმე, თან გათამაშება, თან ბიზნესი – თან გათამაშება, თან ფული, თან გათამაშება, – ყველა ვარიანტში მოგებული ხარ, ზუსტად ის ამბავია, მონაწილეობაც რომ გამარჯვებაა.
მაგრამ მე iphone 17 pro მინდა, პირველად ვმონაწილეობ გათამაშებაში და ხომ ამბობენ „ფრაერებს“ უმართლებთო? ასე რომ თუ სხვა მოიგებ აიფონს, იცოდე, ესე იგი, ჩემზე მეტი „ფრაერი“ ხარ. ეს ხუმრობით და სერიოზულად კი, ესე იგი, ახალი წელი შენთვის განსაკუთრებულად იღბლიანად დაიწყო და სამაგიეროდ მე მარტში გამიმართლებს, ან აპრილში. კარგი, ხო, ესეც ხუმრობა იყო და სერიოზულად კი, ახალ წელს მოგილოცავ ისე, თითქოს გამიხარდა რომ მოიგე და ხმამაღლა გეტყვი, რომ მოგება და წაგება ძმები არიან, გულში კი გავიფიქრებ – სამაგიეროდ, მე ბლოგები გავყიდე – აი, ასე.
სხვათა შორის, აიფონის გარდა სხვა პრიზებიცაა და შეგიძლია საიტზე ნახო, ნუ მომაყოლებ. სრული ინფორმაცია შეგიძლია აქ ნახო.
მხოლოდ ახალი მომხმარებლებისთვის არაა გათამაშება, ცხადია – ძველი, ძირძველი მომხმარებლებისთვისაცაა.
პირობები მარტივია და ადვილად გასაგებ–შესასრულებელი:
· აქტიური განცხადება servisebi.ge–ზე.
· უნდა გააზიარო გათამაშების ვიდეს ბმული პროფილზე, საჯარო სტატუსით.
· დააკომენტარო უნიკალური ექვსნიშნა კოდი. (ძველი მომხმარებელი მიხვდება რა კოდზეა საუბარი და ახალი, როგორც კი განცხადებას გააქტიურებს, მაშინვე „იცნობს“)
აჰა, სულ ესაა. ხო, კიდევ ერთი დეტალია ის, რომ სოციალური ქსლები არ უნდა დაგავიწყდეს კომპანიის გამოიწერო, რადგან ყველა ინფორმაცია გათამაშებაზე მანდ ქვეყნდება.