“ბიზნესი, რომელიც რეგულირებადია, უნდა ყოველგვარი განხილვის გარეშე, უნდა დაემორჩილოს [სემეკს]” , – ასე აფასებენ “თელმიკოში” კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელი აუდიტის გამკაცრებას. კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ბენდელიანის თქმით, “თელმიკო” გამჭვირვალობის პრინციპებს ეყრდნობა.