ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესის თავისუფლება ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ამდენად, კობახიძის თქმით, არავის უნდა უკვირდეს დღეს, რომ ბიზნესი მთავრობის მხარდამჭერია.
„მე მახსოვს, რომ 2004 წლამდე ჩვეულებრივი ამბავი იყო ბიზნესის მხრიდან კრიტიკული განცხადებები. 2004-2012 წლებში კი ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და მათი მხრიდან ნებისმიერი კრიტიკული განცხადებები ნიშნავდა იმას, რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა რეკეტი ან ციხეში გაშვება. დღეს გვაქვს დემოკრატია, დღეს ბიზნესი თავისუფალია და ასეთ პირობებში ბიზნესმენები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ეს განცხადებები ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი საქმეა.
ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. დღეს, ზოგადად ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია, ამის გამო ხშირად ჩვენი ოპონენტები შფოთავენ. სინამდვილეში ბიზნესი რომ მთავრობის მხარდამჭერია, არავის უნდა უკვირდეს, ვინაიდან ერთ-ერთი ჩვენი მონაპოვარი სწორედ ბიზნესის თავისუფლებაა“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ