„ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა… ის ახლა უნდა საუბრობდეს ულტიმატუმის ენაზე“

ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.
„კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბიზნესის მხრიდან გაუგებარ მოლაპარაკებებში შესვლა ხელისუფლებასთან შეცდომაა, თუნდაც თვითგადარჩენის ამოცანიდან გამომდინარე.
სრულიად აშკარაა, რომ თუ დასავლეთთან კონფრონტაციის გაღრმავების მიმდინარე პოლიტიკური ხაზი გაგრძელდა, ეკონომიკა ჩამოიქცევა. ამ სპირალიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი კი ახალი ა.
ეს არის რეალობა.
ამიტომ ბიზნესი, თუ უნდა რომ გადარჩეს, ახლა უნდა საუბრობდეს ულტიმატუმის ენაზე და არა აძლევდეს ხელისუფალს სტაბილურობის იმიტაციის შექმნის და მათზევე კონტროლის აღდგენის საშუალებას.
ძლივს მოგეცათ უძლიერესი კონსოლიდირებული, კარგი გაგებით ძალის დემონსტრირების საშუალება საკუთარი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და რატომ ხართ მიდრეკილი, ისევ ნომენკლატურულ ყულფში თავის გაყოფისკენ?!“, – წერს ხუხაშვილი.
ცნობისთვის, გუშინ მთავრობის კანცელარიაში პრემიერი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრა თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.