2025 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მომდევნო 6 თვის მოლოდინის მაჩვენებელი 5.7 ქულით გაუარესდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებულ მეორე კვარტალის BAG ინდექსში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მონაცემს გასული წლის II კვარტალს თუ შევადარებთ, მაშინ მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 23.5 ქულით არის გაუმჯობესებული. თუმცა გასული წლის მეორე კვარტალში საქართველოში “რუსული კანონის” წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რაც იმ პერიოდის ბიზნესის კლიმატზეც შესაბამისად ისახებოდა.
