ბიზნესის თავისუფლება სრულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა

განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიზნესკომპანიების განცხადებების შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ.
„ბიზნესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წლამდე. პრაქტიკულად, ბიზნესი არ დატოვეს რეკეტის გარეშე. ერთადერთი პასუხი არის ბიზნესის თავისუფლება, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ბიზნესის თავისუფლება იქნება სრულად უზრუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში