ბიზნესის განვითარების პროგნოზმა გერმანიაში მოულოდნელად 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

ინსტიტუტი Ifo ევროკავშირსა და -ს შორის სავაჭრო შეთანხმების შემდეგ, ტარიფების კრიტიკის მიუხედავად, გერმანულ კომპანიებს შორის ნდობის მოულოდნელ ზრდას აფიქსირებს. მოლოდინების ინდექსი აგვისტოში ივლისში გადახედილი 90.8-დან 91.6-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ეკონომისტები შემცირებას ელოდნენ. მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი ოდნავ გაუარესდა – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„საერთო ჯამში, კომპანიები სიტუაციის გაუმჯობესებას იმედოვნებენ. თუმცა, თუ შემომავალ შეკვეთებსა და სხვა მიმდინარე ინდიკატორებს გადავხედავთ, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ ამ დონემდე არ მივედით“, – განაცხადა Ifo-ს პრეზიდენტმა კლემენს ფიუსტმა ორშაბათს Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.