ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებში ლარის კურსი კვლავ პირველ ადგილს იკავებს – BAG ინდექსი

2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ ლარის კურსი დასახელდა. ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მერ გამოქვეყნებული BAG ინდექსშია აღნიშნული.
გამოკითხვის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით, გაიზარდა იმ კომპანიების წილი (9 პროცენტული პუნქტით), რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს.
აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს საქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ხუთი ფაქტორია: ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, სპეციალისტების ნაკლებობა, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა და მოთხოვნის სიმცირეა.
„ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული ვალუტის კურსის არასტაბილურობამ, მაშინ როცა ეს ფაქტორი უკვე დიდი ხანია მეოთხე, მეხუთე ადგილს იკავებდა ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის, რაც მიუთითებს ქართული ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის სენსიტიურობაზე ეროვნული ვალუტის კურსთან მიმართებით“, – ნათქვამია BAG-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
რაც შეეხება შემაფერხებელ ფაქტორებს სექტორებისა და საწარმოთა ზომის მიხედვით, 2025 წლის I კვარტალში, ისინი ასე გამოიყურებოდა: