არ აქვს მნიშვნელობა, სტარტაპს ქმნით თუ მრავალწლიანი ისტორიის მქონე კომპანიას მართავთ – როცა საქმე ბიზნესის ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება, მოქნილობა და სიმარტივე ყველასთვის პრიორიტეტი ხდება. ბიზნესები ყოველდღიურად სხვადასხვა ოპერაციას ახორციელებენ – ასრულებენ გადარიცხვებს, ფარავენ კომუნალურ გადასახადებს, ამოწმებენ საკრედიტო შესაძლებლობებს და ა.შ. ეს ყველაფერი და კიდევ სხვა მრავალი შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ინტერნეტ და მობილბანკში ერთიანდება, ამიერიდან კი ამ ოპერაციების შესრულება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება, რადგან ბანკმა კომპანიებისთვის ახალი პროდუქტი, ბიზნეს ნაკრები შექმნა.