„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელიც სპეცრაზმმა არაერთხელ დაარბია.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ მოქალაქეთა პროტესტს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე არაერთი ბიზნეს გაერთიანება და კომპანია გამოეხმაურა. მათი ნაწილი პროევროპულ პოზიციას აფიქსირებს, მთავრობას კონსტიტუციის 78-ე მუხლი ახსენებს და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას გმობენ. ამასთან, ბიზნესების ნაწილი სხვადასხვა გზით გამოხატავს საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერას, იქნება ეს უფასო ცხელი სასმლის და საკვების შეთავაზება თუ სხვა.
