„ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ ხელფასები გაზარდონ, რომ კადრების გადინება არ მოხდეს“ – GDBA

„ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ ხელფასები გაზარდონ, რომ კადრების გადინება არ მოხდეს“, – ამის შესახებ BM.GE-სთან “საქართველოს დისტრტიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ საკადრო დეფიციტზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, საკადრო დეფიციტი ქვეყანაში ყველა მიმართულებით ზოგადი პრობლემაა. შედეგად, ყველა კომპანია ხელფასების მაქსიმალურად ზრდაზეა ორიენტირებული, რათა კადრების გადინება არ მოხდეს.
„ბიზნესები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ხელფასები გაზარდონ, რათა კადრების გადინება არ მოხდეს, მაგრამ ერთიანობაში, სტაბილური კადრი მაინც პრობლემაა. არა მარტო ჩვენი სექტორისთვის, არამედ ყველა სექტორისთვის.
ერთ-ერთია ჩვენი სექტორი, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრას ცდილობს. მიუხედავად ხელფასების ზრდისა და იმ სხვა ქმედებებისა, თუნდაც განათლების სასერტიფიკატო პროგრამა უსასყიდლოდ სწავლების მიზნით, კადრების დეფიციტი მაინც პრობლემად რჩება, განსაკუთრებით c კატეგორიის მძღოლებისთვის“, – აცხადებს რიჟამაძე.