პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე კრიტიკული აზრი ბევრმა ბიზნესმენმა დააფიქსირა. ამის შესახებ PMCG-ის გენერალურმა დირექტორმა, ლექსო ალექსიშვილმა BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კრიტიკული აზრი მკაფიოდ ისმოდა და ბიზნესმენების უმრავლესობა მთავრობას მოვლენების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.
“ეს შეხვედრა ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. განცდა, რომელიც მე პირადად მაქვს არის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ან არაადეკვატური სურათი აქვთ, რა ხდება ქვეყანაში მთლიანობაში, ან არასწორად აფასებენ იმ სურათს, რასაც ხედავენ.