საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, რომლებიც ბებიებს მიეძღვნა, ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სპეციალური თაროები განთავსდა.
თაროებზე მკითხველებს ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნები დახვდებათ ბებიებსა და ბავშვობის მოგონებებზე, მათ შორის:
· ჩემი რჩეული – ნოდარ დუმბაძე 1ტ, მე, ბებია ილიკო და ილარიონი, მოთხრობები
· ძველი ფურცლიდან – რევაზ ინანიშვილი
· გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
· ბანდიტი ბებია – Liber kids
· ბანდიტი ბებია ბრუნდება – Liber kids
· ბებია, სურათები სოფლის ცხოვრებიდან – ბოჟინა ნემცოვა
· ჩემი აფრიკელი ბებია – მარიამ წიკლაური
· წერილს გწერ, ბებიას – ნინო ნანეიშვილი
· ბებიამ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ ბოდიშს იხდის – ფრედრიკ ბაკმანი
აღნიშნული თაროები ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელის შემდეგ ლოკაციებზე: ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 2, გაგარინი, გალერეა თბილისი, ბიბლუსი გალერი ბათუმში, ბიბლუსი გალერი ქუთაისში, საბურთალოს სითი მოლი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

