„ბიბლუსში“ სასიყვარულო რომანებსა და სასაჩუქრე აქსესუარებზე 40%-მდე ფასდაკლება დაიწყო

სიყვარულით სავსე დღეები „ბიბლუსში“ – 4-დან 14 თებერვლის ჩათვლით სასიყვარულო რომანებსა და გამორჩეულ სასაჩუქრე აქსესუარებზე 40%-მდე ფასდაკლება გელოდებათ. შესაძლებლობა გაქვთ, საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული საჩუქრები შეარჩიოთ საუკეთესო ფასად.
პრემიუმ ხარისხის ბრენდების მოყვარულებს ფასდაკლება დახვდებათ ისეთ წამყვან ბრენდებზე, როგორიც არის: HUGO BOSS, Waldmann, Moleskine და Skyline Chess.
„ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად, მოხარულები ვართ, შემოგთავაზოთ კამპანია, რომელიც ეხება ყველა ფორმით არსებულ სიყვარულს. 30%-მდე ფასდაკლება რომანტიკულ წიგნებზე მომხმარებლებს იწვევს, გადაინაცვლონ სასიყვარულო ისტორიების სამყაროში, გაიზიარონ პერსონაჟების ამბები და ამ გზით, თებერვლის თვე მეტად ემოციური გახადონ. „ბიბლუსის“ მაღაზიებში თანამედროვე რომანების გარდა, მსოფლიო ბესტესელერებიც არის წარმოდგენილი. წიგნი საუკეთესო საჩუქარია, როგორც საყვარელი ადამიანისთვის ასევე საკუთარი თავისთვის, ამიტომ არ გამოტოვოთ თქვენს ან/და თქვენთვის საყვარელი ადამიანის ლიტერატურის კოლექციაში ახალი წიგნის დამატების შესაძლებლობა“, – განაცხადა „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა მ.
„ბიბლუსის“ მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდების მრავალფეროვანი სასაჩუქრე ასორტიმენტი დახვდებათ: „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ წიგნები, არამედ ის პროდუქტებიც, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უფრო საინტერესოსა და კომფორტულს გახდის. ამ კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებზე, რომლებიც ცნობილია ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ველით ყველა სტუმარს, რომ ერთად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები!“, – აღნიშნა „ბიბლუსის“ მაღაზიის მენეჯერმა.
„ბიბლუსში“ წარმოდგენილი პრემიუმ ბრენდების შესახებ, რომელთა პროდუქციაზეც 40%-მდე ფასდაკლება ვრცელდება:
· HUGO BOSS – პრემიუმ ბრენდი, რომელიც აწარმოებს ექსკლუზიურ აქსესუარებს, როგორიც არის: საფულეები, ყურსასმენები, მუსიკალური დინამიკები, ბლოკნოტები, კალმები, ორგანაიზერები და სხვა; HUGO BOSS სავაჭრო ნიშნით წარმოდგენილი ნებისმიერი პროდუქტი იდეალურია საჩუქრებისთვის ან საკუთარი თავის განებივრებისთვის;
· Waldmann – პრემიუმ ხარისხის გერმანული ბრენდი სპეციალიზებულია ლუქს კლასის სამწერლო აქსესუარებში, განსაკუთრებით კალმებში. ის გამოირჩევა ხელნაკეთი შესრულებითა და დახვეწილი დიზაინით;
· Moleskin – იტალიური ბრენდი ცნობილია მაღალი ხარისხის ბლოკნოტებით და სხვა სამწერლო აქსესუარებით. მოლესკინის პროდუქტები გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით გამძლეობითა და ფუნქციურობით. ამ სავაჭრო ნიშნით წარმოებული ბლოკნოტები ხშირად საკოლექციო ხასიათს ატარებს;
· Skyline Chess – ინოვაციური ბრიტანული ბრენდი ქმნის ჭადრაკის უნიკალურ დაფებსა და ფიგურებს, მსოფლიოში ცნობილი ქალაქების არქიტექტურით. მომხმარებელს აქვს საშუალება გამორჩეული დიზაინის ჭადრაკები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. ასეთი საჩუქარი აერთიანებს დიზაინსა და კლასიკურ გართობას, რაც მას იდეალურ საჩუქრად აქცევს.
ფასდაკლება გავრცელდება როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ.
„იცხოვრე სიყვარულით, შექმენი ისტორია!“
(R)