„ბიბლუსის“ ქსელში სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდი Baseus-ი გამოჩნდა

„ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში სიახლეა! სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდის – Baseus-ის პროდუქცია უკვე „ბიბლუსის“ ქსელში იქნება წარმოდგენილი.
Baseus-ი 2011 წელს დაფუძნდა და მალევე გაითქვა სახელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
ბრენდის სახელწოდება Baseus მომდინარეობს ფრაზიდან “Based on User” (იგულისხმება მომხმარებელზე ორიენტირებული), რომელიც ასახავს კომპანიის ძირითად ფილოსოფიას, შექმნას პროდუქტები, რომლებიც საუკეთესოდ დააკმაყოფილებენ მომხმარებლის საჭიროებებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: დიზაინს, კვლევებსა და განვითარებას, წარმოებასა და გაყიდვებს.
ბრენდის შესახებ
Baseus არის ინოვაციური ჩინური კომპანია, რომელიც ეწევა სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და აქსესუარების დიზაინს, კვლევასა და განვითარებას, წარმოებას და რეალიზაციას. მისი ასორტიმენტი მოიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ცხოვრება უფრო კომფორტული, მარტივი და ტექნოლოგიურად განვითარებული.
2016 წელს, Baseus-მა მაღაზიები 30 ქვეყნის გარშემო დააარსა. 2018 წელს, მოხვდა სამომხმარებლო ბრენდების ტოპ ათეულში Aliexpress-ზე. შექმნა საკუთარი მიწოდების ჯაჭვი, წარმოება, ქარხანა და გაყიდვები amazon-ზე დაიწყო. ბრენდის პროდუქციაში ჯამში 2537 პატენტია.
გასართობი მოწყობილობები
Baseus გთავაზობთ ბევრ გაჯეტს გართობისთვის:
· Open-Ear TWS Earbuds (ყურსასმენები): იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს მოძრაობის თავისუფლებას და ხმის მაღალ ხარისხს;
· ნამდვილი უკაბელო ყურსასმენები: კომფორტული და ელეგანტური, მათი საშუალებით შეგვიძლია მივიღოთ შესანიშნავი ჟღერადობა სადენის გარეშე.
· უკაბელო ყურსასმენები: შესანიშნავი არჩევანი მუსიკის ან პოდკასტების მოსასმენად.
· პორტატული უსადენო დინამიკი: კომპაქტური მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ თქვენი საყვარელი მუსიკით ყველგან.
ჭკვიანი პროდუქტები
Baseus გთავაზობთ ჭკვიანი პროდუქტების ფართო არჩევანს, რომელიც გაგიადვილებთ ცხოვრებას:
· პორტატული დამტენი: აღარ ინერვიულოთ, რომ თქვენი ტელეფონი დაჯდებაყველაზე შეუფერებელ მომენტში;
· ადაპტერი და კაბელი: საიმედო აქსესუარები დატენვისა და მონაცემთა გადაცემისთვის.
მანქანის აქსესუარები
მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს საჭესთან, Baseus გთავაზობთ:
· მანქანის დამტენი: დატენეთ თქვენი მოწყობილობები სწრაფად და მოხერხებულად პირდაპირ მანქანაში;
· საკაბელო მენეჯმენტი: მოსახერხებელი გადაწყვეტა თქვენს მანქანაში კაბელების ორგანიზებისთვის.
ეწვიეთ „ბიბლუსს“ და აღმოაჩინეთ სამომხმარებლო ტექნიკის მშვენიერი სამყარო Baseus-ისგან. დარწმუნებული იყავით, რომ მის ასორტიმენტში იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ თანამედროვე და კომფორტული ცხოვრებისთვის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ