„ბიბლუსის“ ლიტერატურული ტურნე თემით „ილიას ევროპა და საქართველო“ იწყება

„ბიბლუსი“ საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ლიტერატურულ ტურნეს იწყებს. შეხვედრები 1-ელ ივლისს რუსთავში დაიწყება და 19 ივლისს ბათუმში დასრულდება. საერთო ჯამში თანამედროვე ქართველი მწერლები 9 ქალაქს ესტუმრებიან და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან. მწერლები შეხვედრაზე საკუთარ წიგნებს განიხილავენ, შემდეგ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ, შეხვედრის ბოლოს კი ავტოგრაფებსაც დაარიგებენ.
ტურნეს განრიგი ასეთია:
· 1 ივლისი, რუსთავი – გიორგი არაბული/;
· 4 ივლისი, ქუთაისი – ნათია ჯაგოდნიშვილი/ირაკლი არიშვილი;
· 10 ივლისი, გორი – ვასო გულეური//დიანა ანფიმიადი;
· 13 ივლისი, თელავი – მიშა ღამესაშვილი/ნინია სადღომელაშვილი;
· 14 ივლისი, გურჯაანი – ეთერ თათარაიძე/ნიკოლოზ ტოტოღაშვილი;
· 15 ივლისი, ბაკურიანი – ;
· 16 ივლისი, ზუგდიდი -ლევან ბერძენიშვილი/ზვიად კვარაცხელია;
· 17 ივლისი, გურია -გიორგი კეკელიძე;
· 18 ივლისი, თეონა დოლენჯაშვილი/გიორგი კეკელიძე;
· 19 ივლისი, ბათუმი – თათული ღვინიანიძე.
მიმდინარე წლის ტურნე გამორჩეულია თავისი თემატიკითაც. ტურნე სახელწოდებით „ილიას ევროპა და საქართველო“ იმართება.
„ბიბლუსის“, როგორც საქართველოში წიგნის მაღაზიების ყველაზე დიდი ქსელის მიზანი წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. სწორედ ამ მიზნით რამდენიმე წლის წინ დიდი ლიტერატურული ტურნეს ჩატარება გადავწყვიტეთ. ტურნემ სისტემატური ხასიათი მიიღო. გამოხმაურების მასშტაბიდან გამომდინარე კი წელს უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის ღონისძიება იგეგმება. ვეცადეთ, მაქსიმალურად ბევრი ქალაქი მოგვეცვა. ამით გვსურს ჩვენი მკითხველი გავახაროთ და ვასიამოვნოთ,“ – აცხადებენ „ბიბლუსში“.
„ბიბლუსი“ ტრადიციულად სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს სპეციალურად პატარა ასაკის მკითხველისთვის „პეპელასთან“ თანამშრომლობით რამდენიმე ქალაქში განსაკუთრებული აქტივობებიც იგეგმება. „პეპელა“ მონაწილეობას მიიღებს ქუთაისში, გორსა და ბაკურიანში დაგეგმილ შეხვედრებში.
ავტორებთან შეხვედრების პარალელურად, „ბიბლუსი“ მკითხველს ადგილზე წარმოდგენილ პროდუქციაზე 30% ფასდაკლებას შესთავაზებს.
(R)