„ბიბისი“ „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტული ორგანიზაციაა – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის თქმით, „ბიბისი“ „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიული პროპაგანდისტული ორგანიზაციაა. ამის შესახებ ტრასმა საკუთარ პოდკასტში განაცხადა.
მისი თქმით, „ბიბისი“ კონკრეტული პოლიტიკოსების წინააღმდეგ მოქმედებს. ტრასს -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაგალითი მოჰყავს, რომლის მსოფლმხედველობაც, მისივე თქმით, „ბიბისისგან“ განსხვავდება.
„ამჟამად პრეზიდენტი ტრამპი უჩივის „ბიბისის“, რადგან მასზე იცრუეს. მათ ასევე მოიტყუეს,თუ რა ხდება ისრაელში, მოიტყუეს ეკონომიკაზე. ისინი არიან გლობალური სისტემის პროპაგანდისტები, ისინი არიან „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიული პროპაგანდისტები. ისინი აქტიურად მოქმედებენ კონკრეტული პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ და პრეზიდენტი ტრამპი არის ერთ-ერთი პირი, რომლისგანაც განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, მაგრამ ეს ორგანიზაცია გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა