„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო

„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა, წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო
„ბიბისის“ რეპორტაჟის ავტორების უკიდურესი პოლიტიკური მიკერძოების კიდევ ერთი ნათელი დასტური მოპასუხე მხარის, ამ შემთხვევაში, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიციების უგულებელყოფა და წინასწარ გაგზავნილ შეკითხვებზე გაცემული სრულყოფილი პასუხების დამალვა და აბსოლუტური იგნორირება იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, რეპორტაჟში გაჟღერებულია არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ბრალდება.
„რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ ბრალდებებს: რეპორტაჟში მტკიცებითი ფორმით არის ნათქვამი, რომ გაყალბდა, როდესაც ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო ს შემფასებელმა მთავარმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, „ქართული ოცნება“ კი არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მომიტინგეების წინაამდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე და არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ძალადობრივი ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ დაწვეს მათ პარლამენტის შენობის ნაწილი, როგორ დაამტვრიეს და გაანადგურეს დედაქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როგორ დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“, როგორ ესროდნენ პოლიციელებს დამიზნებით სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას. ამავე რეპორტაჟში საუბარია გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელიც მსხვერპლის როლშია გამოყვანილი და მოხსენიებულია როგორც პოლიტიკური დევნის ობიექტი, როდესაც ბაჩიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს ორი ინსტანციით არის დადასტურებული, პარალელურად კი დამატებით ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის ერთი, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება უტყუარად, მისივე საჯარო განცხადებით არის დადასტურებული. სიცრუეზე აგებული ე.წ. „ჟურნალისტური გამოძიება“ სრულდება კიდევ ერთი ცხადი ტყუილით, რომ, თითქოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას განაგრძობს“,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონი შერგელაშვილი, ფიგურირებს და ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეშიც, როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა „ბიბისის“ ე.წ გამოძიება, ასეთი ყალბი ფაქტებით საუბრობს ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე მაუწყებელი, ამით ყველაფერი ნათქვამია, ძალიან ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროპულ მედიაში

აშკარაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, გამოგონილი თემებით საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და შედეგად, მორიგი დაპირისპირების გაღვივებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება იყო

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი“ საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია, გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია