„ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს

„ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.
ფილმში -ის პრეზიდენტ ს გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
დებორა ტერნესის განცხადებით, ს გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ ჩემი როლი აღარ იქნება თქვენი ხელმძღვანელობა იმ კოლექტიური ხედვით, რომელიც ყველას გვაქვს – სიმართლის ძიება დღის წესრიგის გარეშე. პრეზიდენტ ტრამპის შესახებ პანორამასთან დაკავშირებულმა მიმდინარე დავამ იმ ეტაპს მიაღწია, სადაც ის ზიანს აყენებს „ბიბისის“ – ინსტიტუტს, რომელიც მიყვარს“, – წერს ტერნესი თანამშრომლებს.
ტერნესის განმარტებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მას, როგორც „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების აღმასრულებელ დირექტორს.
„საჯარო ცხოვრებაში ლიდერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი და სწორედ ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა დებორა ტერნესმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც „ბიბისი“ აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. შიდა დოკუმენტის ავტორი იყო მაიკლ პრესკოტი, „ბიბისის“ სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილი დამოუკიდებელი მრჩეველი, რომელმაც ივნისში დატოვა თანამდებობა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა Telegraph-თან ინტერვიუში „ბიბისის“ „პროპაგანდის მანქანა“ უწოდა.
„ბრიტანელი გადასახადის გადამხდელები იძულებული არიან, გადაიხადონ მემარცხენე პროპაგანდის მანქანისთვის“, – აღნიშნა ლევიტმა.
„ბიბისის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა განაცხადა, რომ შეცდომა დაშვებული იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაიშვა, აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს – ბოლოდროინდელი ბრალდებები, რომ „ბიბისის“ ახალი ამბები ინსტიტუციურად მიკერძოებულია, არასწორია“, – განაცხადა ტერნესმა.
1tv.ge