გლობალური სარეკლამო ხარჯები 2024 წელს პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს – ეს მოლოდინი აქვს სააგენტო GroupM,–ს რომელიც ეკუთვნის ბრიტანულ სარეკლამო კონცერნ WPP–ს.
ეს 2023 წელთან მიმართებით 9,5%-იან ზრდას გულისხმობს, რაც წინა პროგნოზზე მეტია, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა.
ამ თანხის ნახევარზე მეტს გამოიმუშავებენ ტექნოლოგიური კომპანიები Google, Meta, ByteDance Ltd. (რომელიც ფლობს TikTok–ს), Amazon.com Inc. და Alibaba.
GroupM-ის პროგნოზით, 2025 წელს სარეკლამო ბაზარი კიდევ 7,7%-ით გაიზრდება 1,1 ტრილიონ დოლარამდე. ზრდის უმეტესი ნაწილი კვლავ იქნება აშშ-ის ტექნოლოგიური სექტორის უმსხვილესი ციფრული რეკლამის გამყიდველებისგან და არა მარკეტინგული სერვისების პროვაიდერებისგან, როგორიცაა სარეკლამო სააგენტოები.
2025 წლის ბოლოსთვის ციფრული რეკლამა შეადგენს მთლიანი სარეკლამო ხარჯების დაახლოებით 73%-ს, გაიზრდება 12.4%-ით 2024 წელს და 10%-ით 2025 წელს.
ბეჭდურ რეკლამაზე დანახარჯები წელს 4,5%-ით და მომავალ წელს კიდევ 3%-ით შემცირდება.
2024-2029 წლებში სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯების ზრდა, რომელიც GroupM-ის მიხედვით, ყველაზე ეფექტური რჩება, იქნება მხოლოდ დაახლოებით 2.4% წლიურად მთლიანი სარეკლამო ბაზრის 6.4%-ით ზრდის წინააღმდეგ.
