ბექა ჯაიანის ადვოკატი – ახალდანიშნულმა მოსამართლემ პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა – უვადო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით

ახალდანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ვერ ჩააბარა, – ასე შეაფასა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანისთვის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მოსამართლის გადაწყვეტილება არის არა სამართლებრივ არგუმენტებზე დაფუძნებული, არამედ, მორალური.
„ის გავლენის ქვეშ მოექცა, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მხოლოდ მორალური თვალსაზრისით მიიღო და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ეს განაჩენი უკანონოა გენდერის, განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილში და ასევე სისტემატური ცემის ნაწილშიც. იგივე არგუმენტაცია მექნება სააპელაციო სასამართლოშიც. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონდა კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად სისასტიკეს არ ნიშნავს და ეს სუბიექტური კრიტერიუმებით გამოირიცხებოდა, რაც სასამართლომ არ გაიზიარა. ეს მოსამართლის გამოუცდელობას უსვამს ხაზს, ახლახან არის დანიშნული და ვფიქრობ, ის გავლენის ქვეშ მოექცა”,- განაცხადა გიორგი მდინარაძემ.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას