ბექა ყორშია: ამიტომ “დღეს რამდენი დაიჭირეს?” – არასწორი კითხვაა, სწორი კითხვაა – “დღეს ვინ დაიჭირეს?

“ჩემ გარშემო და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, არამხოლოდ ჩემ გარშემო, ძალიან გაგიჭირდება იპოვო ადამიანი რომლის ან ახლობელი, ან ნათესავი, ან ნაცნობი მაინც ამ დღეების განმავლობაში ან არ ეცემოთ, ან არ დაეჭიროთ
სისტემა ცდილობს, დაჭერები იმდენად მასიური გახადოს, რომ დაჭერილების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის თანაბრად გადანაწილება გაგვიჭირდეს.
პროპაგანდისტულად სისტემისთვის 5 ადამიანის დაჭერა უფრო პრობლემური იქნებოდა, ვიდრე 3000-ის.
სისტემა ცდილობს მშრალ სტატისტიკად გვაქციოს, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცემთ, რადგან რიცხვებს უკან ინდივიდები დგანან, სახელებითა და გვარებით, პიროვნული ღირსებით, წარსულითა და უკეთესი მომავლის იმედით.
ამიტომ “დღეს რამდენი დაიჭირეს?” – არასწორი კითხვაა, მეც არაერთხელ დამისვამს.
სწორი კითხვაა – “დღეს ვინ დაიჭირეს?”” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა