“Რაკი ასეთი აქტუალურია დღეს კითხვა, ვინ დაიწყო ომი გპასუხობთ ნებისმიერ კომისიას და საქართველოში “ქოცნების” რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ძალიან მოკლედ და კონკრეტულად:
Ომი დავიწყე მე, ქართველმა ბექა ქურხულმა, ჯერ კიდევ 50 საუკუნის წინ, რადგან, როგორც ცხონებული მერაბ კოსტავა ამბობდა, საქართველოს ისტორია არის განუწყვეტელი ომების ისტორია და უამრავ ომში გავიმარჯვე და კიდევ უფრო მეტში დავმარცხდი!..
Მეტიც კიდევ უფრო მეტ ომს დავიწყებ და გავიმარჯვებ და დავმარცხდები, ვიდრე ცოცხალი ვარ და როცა აღარ ვიქნები მაშინაც ჩემს შთამომავლობაში განხორციელებული, რადგან თქმულ არს და ანდერძად დატოვებული მაქვს ჩემი უშუალო წინაპრებისაგან:
“არა არს ძალი დარჩომისა ქართველთა, თვინიერ ომისა, ლაშქრობისა, ბრძოლისა და რბევისა!..”
Ჩემი Ხადისა და საგარეჯოს და მათურის მთავარანგელოზი შემეწიოს ყველა ომსა და ბრძოლაში!..
Დიდება საქართველოს და ქართულ და ქრისტეს მხედრობას, სადაც არ უნდა ვიყოთ!…
Ამინ!..” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ბექა ქურხული.