მწერალი ბექა ქურხული:
Ამ წამს, ჩემს თვალწინ, ვაგზლის მოედანზე უზარმაზარი კორპუსის (ე. Ე. “სტალინკა”) ფასადი გადმოინგრა და უამრავი ხალხი მოიყოლა ქვეშ!..
Ჩემი საწყალი, თქვენგან გაღატაკებული, ყუამდე დაყვანილი და მაინც ღირსეული ხალხი, ამ პაპანაქება სიცხეში, ყინვაში თუ წვიმაში, ქუჩაში რომ სხედან და წარმოუდგენელი წამებით და ღირსების შელახვის ფასად ლუკმა პურს რომ შოულობენ, თავისი დაობლებული შვილიშვილების გამოსაკვებად, ჩემი უსაყვარლესი შავოსანი მეგრელი ქალები, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეულები ჩემი ცხინვალელები, ასე თვალწინ უზარმაზარმა ლოდებმა დამიჭყლიტეს და ვერაფერი ვუშველე!..
Ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე რაო რაებს ეძახით საკუთარ “ნამოღვაწებს” მიქარვებს და ღორობას?.
“მშვიდობიანიო,” “ღირსებით აღსავსეო,” “ოცნების ქალაქიო” თუ რაო?.. Ჯერ ვინ ბითურები გიგონებთ ამ იდიოტურ სენტენციებს?…
Ყველას გეთანხმებით ვინც მეუბნებით ნუ ნუ აგინებ ამათო, მართლები ხართ ამათ გინება არ უნდათ!..
Ეს დაღუპული გარე მოვაჭრეები ამათი ხალხი არ არის, ეს ჩემი ხალხია, პირადად ჩემი ხალხი, ჩვენი ხალხი, ამათთვის ვომობდი და ვმარცხდებოდი ბავშვობიდან, ამათთვის და ამათზე ვწერდი, ამათთან ვთვრებოდი, თქვენ ამ ხალხთან არაფერი გესაქმებათ!..
თქვენ მილიარდები, ბიტკოინები თუ რაღაც ჯანდაბა გაიყავით, და როცა ვერ გაიყოფთ, “ფილტვში” მოიკალით თავი. Რადგან რაც უნდა ბიტკოინი და ვალუტა იშოვოთ, მაინც მდაბიო, ტურტლიან, ქვეშაფსია, შეშინებულ გლეხუჭებად დარჩებით!..
Ოღონდ სუ ნუ დაწყვიტავთ მაყუთისთვის ერთმანეთს, ცოტანი მაინც გადარჩით, რომ დრო რო მოვა, თვალებში ჩაგხედოთ, რადგან პირდაპირ და დაუფარავად გეუბნებით, ყოველგვარი გინების გარეშე, რომ თქვენ ჩემზე დიდი და შეურიგებელი მტერი არ გეყოლებათ!..
Ვიზიარებ ყველა ჩემი სისხლის და ხორცის, ჩემი და-ძმების პირად ტრაგედიას!..
ცნობისათვის, სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები. როგორც ისინი ამბობენ, თავად დაინახეს, რომ მინიმუმ სამი ადამიანი ნანგრევებში მოყვა.