“მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ბექა გოცირიძე ამერიკიდან ჩამოიყვანა კახა კალაძემ და საზოგადოებისთვის მოპარულ ფულს უხდის “ტიტუშკობაში” და იმ პროვოკაციაში, რაც მან რუსთაველზე მოაწყო” – ამის შესახებ სამოქალაქო ატივისტმა, ბექა პაპაშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” განაცხადა.
მისი თქმით, ბექა გოცირიძე თავად შევარდა რუსთაველზე დანით და შემდეგ პოლიციას აქეთ დააჭერინა ორი აქტივისტი.
ბექა გოცირიძე სუსის “ნასეტკაა” – აცხადებს პაპაშვილი.
ის ფეისბუქზე მუდამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე იმყოფება. რუსთაველზე ის გამიზნულად მოვიდა, შეიძლევა ითქვას, რომ სუს-ის მოგზავნილი ტიტუშკაა ბექა გოცირიძე. მან ფეხბურთით თავი ვერ დააამახსოვრა საზოგადპებას, თუმცა დღეს კარგად დაამახსოვრებს, როგორც სუსის “ნასეტკა”
ის დანით მოვიდა რუსთაველზე, რომლის ამოღებაც უნდოდა, თუმცა რომ ვერ ამოიო, გადმოუვარდა და ეს დანა პოლიციელებს გადასცეს აქციის მონაწილეებმა. ეს კადრებზეც არის აღბეჭდილი. თუმცა ცივი იარაღით შეიარაღებული ბექა გოცირიძე არ არის დასჯილი, პირიქით, ის არის დაზარალებული და აქციის ორი მონაწილე არის დაკავებული”,- განაცხადა ბექა პაპაშვილმა.
ცნობისთვის, შსს-მ დღეს 2 პირი დააკავა. გელა გელაძის უწყება ირწმუნება, გამოძიებით დადგინდა, რომ 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს.
“პირველების” ინფორმაციით, დაკავებულები არიან თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე.