ბექა ოდიშარია – ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, რადგან მას უთხრეს, რომ ცალკე არაფრის მაქნისია

ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, რადგან მას უთხრეს, რომ ის ცალკე არაფრის მაქნისია – ვინც ვერ შეასრულა დავალება და ვერ მოიზიდა ამომრჩეველი, ისინი ისევ ჩაყარეს ამ საერთო მძიმე ბრენდის ქვეშ არსებულ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ევროოპტიმისტების“ ერთადერთი წევრი, , სავარაუდოდ, ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდება.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული კატასტროფის წინაშე დგას. მათ იციან, რომ 26 ოქტომბერს ამ პოლიტიკური ძალის სრული განადგურება მოხდება, რადგან ქართველი ამომრჩეველი მზად არის, ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი გააკეთოს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ამის შიშით მათი გარე მენტორები და ინსტრუქტორები ყველანაირ ხერხს იყენებენ და ცდილობენ, რაიმე ისეთი მოზაიკა – საარჩევნო კომერციული პროდუქტი, საქონელი შექმნან, რომელსაც ქართველ ხალხს შეასაღებენ. რა თქმა უნდა, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ყოფნა მაქსიმუმ 25-30 პროცენტს მოუტანდა. ეს მათთვის კატასტროფაა და ამიტომ, ეს პარტიები გამოიგონეს – გახარია, „ლელო“, „ახალი“, „ფედერალისტები“, “ევროპული საქართველო”. კიდევ რაღაც სახელებს ირქმევენ, რადგან იმდენად სირცხვილია “ნაცმოძრაობასთან” ასოცირება. დააკვირდით, ვითომდა, ახალი დამოუკიდებელი პლატფორმა საკუთარი თავისი სახელის თქმასაც კი ერიდება. ეს ხალხი ცდილობს, ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და ხმა მიაცემინონ, საკუთარ დანაშაულებრივ ზრახვებზე. ხანდახან ისეთი მომენტი დგება, როცა ჩვენ მაღლა უნდა დავდგეთ ჩვენს წყენებზე, ფიქრებზე. ახლა იმის დრო არ არის, რომ ქართულმა საზოგადოებამ ისეთი საკითხები არჩიოს, რაც არ არის ეგზისტენციალური. ეგზისტენციალურია იქნება თუ არა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, დროა თქვა – ხარ საქართველოსკენ თუ იმ ძალის მხარეს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა. საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, ვინც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს.
რაც შეეხება ხატია დეკანოიძის პარტიაში დაბრუნებას, ანა წითლიძემ გულიდან ამოსული სიმართლე თქვა. ხატია დეკანოიძესა და მათ ვინც ახლა გაერთიანდნენ, დედ-მამას აგინებდნენ ერთმანეთს, ამ ადამიანებს მოუწიათ მათი გარე ინსტრუქტორებისგან, მენტორებისა და პატრონებისგან კარნახითა და ბრძანებით გაერთიანება, ისევე როგორც ხატია დეკანოიძეს მოუწია დაბრუნება საკუთარ დედა პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, რადგან მას უთხრეს, რომ ის ცალკე არაფრის მაქნისია და ვერ შეასრულა ის მისია, რომ გარკვეული ელექტორატი თავისკენ წაეყვანა. ეულად დარჩა რომან გოცირიძე, ვდარდობთ მის ბედზე და ალბათ, მასაც მოუწევს უკან დაბრუნება. არა მგონია დიდი „ფინანსისტი“ რომელიმე პარტიამ მიიღოს. ყველა ამ პოლიტიკოსის ბედი და ხვედრი არის ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ვინც ვერ შეასრულა დავალება და ვერ მოიზიდა ამომრჩეველი, ისინი ისევ ჩაყარეს ამ საერთო მძიმე ბრენდის ქვეშ არსებულ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”