ბექა ოდიშარია – ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი – უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს

ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს.
„მე მესმის ამ პარტიის წევრების. „რასაც დასთეს იმას მოიმკი”. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ცხოველზე ძალადობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, თელავში ძაღლი პნევმატური იარაღით მოკლა – დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სალომე სამადაშვილი – ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობსო, პუტინს უთქვამს და აბა ხომ არ ტყუისო, ამოიქოქა „ქოც-რუსული“ პროპაგანდა, პუტინი 20 წელია რევანშის მოწყობას ცდილობს დასავლეთისთვის – რევანში საქართველოში არც ივანიშვილის ხელით გამოუვა