– ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო „ფეისბუქში” აქტიური კამპანია

ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს – ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ის მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვებს იმისათვის, რომ არიან პოლიტიკაში და მითუმეტეს, საერთოდ, დაუკრეფავში გადადიან და შეურაცხყოფას აყენებენ მათი ოჯახის წევრებს, არა მხოლოდ მორალური სასამართლოს და ადამიანური გაკიცხვის საგანი უნდა გახდეს, არამედ უნდა ჩაერთოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”.
„ილია ჭავჭავაძეს ტყვია წიწამურში არ ჩამოსხმულა. ილია ჭავჭავაძის ტყვია ჩამოისხა “სოციალურ დემოკრატიული პარტიის” იმ ორ გაზეთში, რომელიც მაშინ მოღვაწეობდა და რომელიც აქტიურად ავრცელებდა ყალბ ინფორმაცია ილია ჭავჭავაძეზე. ხომ არ გეცნობათ დღევანდელი სიტუაცია? ილია ჭავჭავაძე არ მოუკლავს ბერბიჭაშვილს, ილია ჭავჭავაძე მოკლეს ასეთმა ადამიანებმა. ახლა არ არის მე-20 საუკუნის გარიჟრაჟი, როცა ყველაფერი მოსული იყო. არ მოსულა. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს – ჩემთვის სულისშემძვრელია. ასეთი ქმედება უნდა იყოს დასჯადი. რა თქმა უნდა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი და არც ყოფილა უკანასკნელი 12-13 წელიწადია. ყოველგვარი მაგრამის და თუს გარეშე, ყველა მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა საზოგადოებამ დაინახა, ვინ დაიწყო “ფეისბუქში” აქტიური კამპანია,” – განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში