ბექა ოდიშარია – ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა აქედან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ – თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს “ნაციონალური მოძრაობა” იყო

ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა აქედან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ – თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოსა და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ააცილა ის ბრალდებები ქართულ ჯარს, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” მემკვიდრეობით დატოვა”.
„თუ ვინმემ ქართულ სახელმწიფოს და ჯარს დააბრალა ომის დაწყება, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობა” და შეგახსენებთ ასევე, რომ ეს იყო ამ პარტიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, , რომელმაც ამ განცხადებით გახსნა მისი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. რაც შეეხება “ქართული ოცნების” განცხადებას, ის თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და იმ ინტერვიუს, რომელშიც “რადიო თავისუფლებას” ცდა ჰქონდა, რომ გამოჰქომაგებოდა “ნაციონალურ მოძრაობას” და რაიმე გამოეტყუებინა ამ გამოცდილი დიპლომატისთვის, რომელიც წაადგებოდა ამ წყალწაღებული, ხავსმოკიდებული ძალის გადარჩენას იმ თვალსაზრისით, რომ რამენაირად ჩამოებანა ის უდიდესი დანაშაულებრივი სირცხვილი და ქმედება.
სწორედ, რომ ჩვენ ავაცილეთ ის ბრალდებები, რომლებიც დაგვიტოვა მემკვიდრეობად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქართული ჯარის და სახელმწიფოს მიმართ. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს მყარი ჯავშანი ჩვენმა ქვეყანამ და ჯარმა მოირგო ერთხელ და სამუდამოდ.
რაც შეეხება, აი ამ უბადრუკ ცდას პარტიების და მათი ტელევიზიების, ეს არის მხოლოდ თემის შემობრუნების [ცდა]. ვინც არ უნდა განაცხადოს, “ქართული ოცნება” არ ადანაშაულებს საქართველოს, არც მის ჯარს. ქოთანს კუდი გინდ იქიდან მიაბან, გინდა იქიდან, მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ აი ამ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”