ბექა ოდიშარია – სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს – ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს

ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს – ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, [-ის] სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სათანადო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მოსამართლეები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაასანქცირეს და ამით ე.წ. მე-5 კოლონა მუდმივად სარგებლობს.
“მოსამართლეები იყვნენ დასანქცირებული ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, შესაბამისად, რა არის ამაში გაუგებარი და გაუგონარი, შენს სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარს მიმართო, მოსთხოვო რომ იქნას გამოსწორებული ის შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა, რომელიც თვალსაჩინოა და რომლითაც სარგებლობს მე-5 კოლონა და მუდმივად აპელირებს სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე. პირდაპირ აზიანებენ დამოუკიდებელ სასამართლო შტოს კლიშეებით. იყო “კლანი”, ახლა არის “სანქცირებული მოსამართლეები” და მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას ნათლავენ უსამართლოდ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ სტრატეგიულ პარტნიორს, რომ დაუყოვნებლივ გადახედოს ამ მიდგომას, ამ სანქციებს, რათა არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების დაზიანება და შესაბამისად, არ მოხდეს ინსტიტუციების ჩამოშლა.
წინა ელჩისგან, კელი დეგნანისგან განსხვავებით, დღევანდელი ელჩი არის ძალიან კონსტრუქციული. ის თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და მათ შორის, ოპოზიციასთან. ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, მიიტანს სწორ მესიჯებს [ამერიკის შეერთებული შტატების] სახელმწიფო დეპარტამენტში და შესაბამისად, დასკვნებიც იქნება შესაბამისი და გადაწყვეტილებაც სათანადო,” – განაცხადა ოდიშარიამ.