ბექა ოდიშარია – სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში აფინანსებენ არა „დემოკრატიის ფესტივალს“, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს

სამწუხაროა, რომ დანიის სამეფო და მისი დიპლომატიური წარმომადგენლობა, თუ სხვა ინსტიტუციები საქართველოში აფინანსებენ არა დემოკრატიის ფესტივალს, არამედ “დემოკრატიულ” ჰელოუინს , – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მ „დემოკრატიის ფესტივალზე” საუბრისას განაცხადა.
„ამის თქმის უფლებას მაძლევს იქ გამოფენილი ბანერები და არსებული ანტურაჟი. თქვენ ნახეთ როგორი მხარდაჭერილიც იყო ეს ე.წ. ფესტივალი, იდგნენ მარგინალები და ერთმანეთის პავილიონებში გადადი-გადმოდიოდნენ, – დასძენს ის.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა და მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ასეთი „პოლიტიკური სეირნობების” მოწყობის დაფინანსება თუ სურთ ზოგიერთ ინსტიტუციებს, რაც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევაა, მაშინ უნდა იცოდნენ კიდეც, რომ ჩვენ მათ არ ვაღიარებთ, როგორც სამართლიან და მიუკერძოებელ მსაჯულებს ს შემდგომ და ამის ყველანაირი მორალური და სამართლებრივი უფლებაც გვექნება”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა