ბექა ოდიშარია – საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული „ქართული ოცნების“ პროქართულ იდეოლოგიასთან

თუ შეთქმულების თეორიაა, რომ საკუთარი რიტორიკით ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას, საინტერესოა, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი „პარტნიორი“ რუსები, არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? – ვერანაირი რიტორიკა ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ იდეოლოგიასთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეფასებას, რომ “ქართული ოცნების” რიტორიკა, ემთხვევა რუსეთის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში რევოლუციას გეგმავენ.
ოდიშარიას თქმით, რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს და ასეთივე ინტერესები იკითხება სხვა პოლუსებიდანაც.
„თუ შეთქმულების თეორია, რომ რუსეთი საკუთარი რიტორიკით ემთხვევა “ქართული ოცნების” რიტორიკას და მეორე მხრივ მხარს უჭერს “ქართული ოცნების”, ნამდვილად ქართული პარტიის, დაბრენდვას რუსულ პარტიად, რატომ ვერ ვახერხებთ გავაფრთხილოთ ჩვენი “პარტნიორი” რუსები, რომ არ გააკეთონ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები და არ დაგვაზიანონ? იმაზე ვთანხმდებით, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აზიანებს. მათ აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელშიც ერთიანი, ძლიერი საქართველო არ შედის. ამას დიდი ანალიტიკა არ სჭირდება. რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.
სამწუხაროდ, ასეთივე პოლიტიკური ინტერესები და მერკანტილური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იკითხება არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სხვა პოლუსებიდანაც. სწორედ ამ საფრთხეებიდან თავის აცილების პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება”, რაც არავის აწყობს. შესაბამისად, ვერანაირი რიტორიკა, ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ, პატრიოტულ, სუვერენულ იდეოლოგიასთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.