ბექა ოდიშარია – რა არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? – დონალდ ტრამპი ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომებით წარდგა პირველად ღია სივრცეში ამომრჩევლის წინაშე

რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია, მათ შორის ს მიმართაც ასეთი ტიპის ტერაქტები განხორციელდეს.
„რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია.
ჩვენ დღევანდელი მოცემულობა გვაძლევს იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი ტიპის ტერაქტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც, რომელიც ლოგიკურადაც არის მათი N1 სამიზნეა, ვინაიდან ის პიროვნულად მისი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით ეღობება სწორედ მათ იმ ზრახვებს, რომელიც მეორე ფრონტის გახსნასთან და სხვა ბევრ მანკიერ მოვლენასთანაა დაკავშირებული. გახსოვთ, პრემიერ ფიცოზე მომხდარი თავდასხმა, ისევე როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ნახეთ, რომ სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა პირველად ღია სივრცეში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ათეულობით ადამიანი იქნა დაკითხული და რა თქმა უნდა, არსებობს არამხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, არამედ ეს პრაქტიკულად მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ – ის არის N1 სამიზნე. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რომ მას ასეთი ტიპის ხიფათო აარიდოს”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”