ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე – „ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ – მოვუწოდებთ მათ, დასხდნენ მაგიდასთან

„ნეტარ არიან მორწმუნენი“, მე ნაკლებად მწამს იმის, რომ ასე მოკლე ხანში ფერი ეცვალოთ – ვფიქრობ, ეს იქნება პოპულიზმის მორიგი პლატფორმა მათთვის [ოპოზიციისთვის], – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ 9 დათქმასთან დაკავშირებით დაანონსებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ნაკლებად სწამს იმის, რომ ოპოზიცია თავის აქტივობებს კონსტრუქციულ და კოლეგიალურ ჭრილში გადაიტანს.
„მე ვფიქრობ, ეს იქნება პოპულიზმის მორიგი პლატფორმა მათთვის. რა ფორმით გამოიყენებენ და რა ფორმით გამოვაყენებინებთ, მაგას ვნახავთ. რაც შეეხება საქმიან ნაწილს – ჩვენ პირიქით, მომხრენი ვართ და მოვუწოდებთ მათ, დასხდნენ მაგიდასთან და ჩვენთან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებს ვაჩვენოთ, რომ არსებობს დეპოლარიზაციის ხარისხის თუნდაც მინიმალური მოცემულობა“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების ეშინია, ვიდრე ამერიკულის, ამას უკავშირდება ისტერია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და გრანტზე ტირილი, რომ „არიქა, თუ გრანტს აიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება“

ირაკლი ფავლენიშვილი – პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, „ოცნების“ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით – ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, სახელმწიფოებრიობის მტრები